ძალიან მძიმე რეზულტატებამდე შეიძლება მივიდეთ - გვარამია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეზე
პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ამბობს, რომ რომ რუსული კანონის მიღება ქვეყანაშ დემოკრატიას დაასამარებს, ამიტომაც მისთვის გასაკვირი არაა რომ ევროკავშირმა ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
ძალიან მძიმე რეზულტატებამდე შეიძლება მივიდეთ - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.
ჯერ ერთი, საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში უფლებების მასობრივი დარღვევები არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლა დემოკრატიულ სახელმწიფოებზე ვრცელდება. საქართველო გასულია დემოკრატიული წყობიდან, ეს კანონი არის საბოლოო დასამარება საქართველოში დემოკრატიის და თავისთავად ცხადია, ასეთი გადაწყვეტილებები ამიერიდან ძალიან გახშირდება ცხადია და ეს კატასტროფული სიმძიმისაა. ასევე ტყილია ის, რასაც აცირკულირებს "ქართული ოცნება", არ სჭირდება ყველა წევრი სახელმწიფოს შეთანხმება ამას, 15 ხმა არის სავსებით საკმარისი და ძალიან მძიმე რეზულტატებამდე შეიძლება მივიდეთ", - აცხადებს ნიკა გვარამია.
ევროკავშირმა საქართველოს სავიზო რეჟიმი შესაძლოა, ახალ წესების მიხედვით შეუჩეროს. ევროპული საბჭოს 2024 წლის 13 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში, ჩამოთვლილია ყველა კრიტერიუმი, რომელიც ამ უკანასკნელის წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს. ქვეყნისთვის, სავიზო რეჟიმი შეჩერების საფუძველი ხდება როგორც ადამიანის უფლებრივი მდგომაროების გაუარესება, ასევე ევროკავშირისა და ამ შემთხვევაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ნაკლებობა.
რუსული კანონის დამტკიცების შემთხევაში კი მაღალია რისკი, რომ ალიანსმა სწორედ ეს საფრთხეები დაინახოს საქართველოშიც, რადგან კანონი უკვე შეფასებულია როგორც რეპრესიული, რომელიც პირდაპირ ადამიანის უფლებებს ურტყავს.
პირველად საქართელოს ისტორიაში, ევროპარლამენტმა უმკაცრესი ნაბიჯების გადადგმა და ვიზების შეჩერება მოითხოვა - დოკუმენტი უკვე ძალაშია. ხელისუფლება კი დილიდან ხალხს სიმართლეს უმალავს, თითქოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რაც ტყუილია. საკმარისია 27-დან 15 ხმა მოითხოვოს და დავკარგვათ იმას, რითაც თითოეული მოქალაქე ამაყობდა.