ის, რაც რუსეთმა აგვისტოს ომით ვერ გააკეთა ტანკით, ივანიშვილი აკეთებს ახლა რუსული კანონით - აქუბარდია

26.04.24 17:44
ის, რაც რუსეთმა აგვისტოს ომით ვერ გააკეთა ტანკით, ივანიშვილი აკეთებს ახლა რუსული კანონით - აქუბარდია

"ის, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომით ვერ გააკეთა ტანკით და ღია სამხედრო კონფრონტაციით, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ახლა რუსული კანონით," - ამ განცხადებას "პირველებთან" თეონა აქუბარდია აკეთებს.

დეპუტატის თქმით, რუსული კანონის დამტკიცების მცდელობა ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთთან სინქრონში მოქმედებს.

ის, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომით ვერ გააკეთა ტანკით და ღია სამხედრო კონფრონტაციით, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ახლა რუსული კანონით.
შესაბამისად, ეს არის სინქრონში მოქმედება კრემლის ინტერესებთან და ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების სადარაჯოზე იდგნენ წლები, გააგრძელებენ დაცვას ჩვენი ქვეყნის რეალური სუვერენიტეტის,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.

იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა - "ქართული ოცნება" პირველი მოსმენით მიღებული რუსულ კანონის განხილვას, ორშაბათს, 29 აპრილს, 09:00 საათზე განაახლებს.

 

მსგავსი სიახლეები