მივესალმები ამ ადამიანის განცხადებას, აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს - ხაბეიშვილი ბერძენაშვილზე

26.04.24 18:07
მივესალმები ამ ადამიანის განცხადებას, აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს - ხაბეიშვილი ბერძენაშვილზე

"მივესალმები ამ ადამიანის განცხადებას, აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს ამ კანონთან დაკავშირებით. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა წყდება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მომავლის ბედი და მნიშვნელოვანია საკუთარი აზრი ხმამაღლა დააფიქსირონ," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

ხაბეიშვილი თელავის "ოცნების" საკრებულოს წევრის ლევან ბერძენაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოცნებას მიმართა და რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის ნიშნად პარტიიდან წასვლა დააანონსა.

მივესალმები ყველა ასეთ გადაწყვეტილებას და განცხადებას. უნდა გვესმოდეს, რომ  ახლა ქვების მოღერების დრო არ არის, რადგან ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივი საკითხი და არა პარტიული. ცხადია, „ქართული ოცნების“ მომხრეებს, წევრებსც ესმით, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანება, ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი პასუხისმგებლობიანი განცხადებები, რაც თელავის საკრებულოში გაკეთდა. მივესალმები ამ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, ის სხვა პარტიაშია, მმართველ პარტიას წარმოადგენს, მაგრამ აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს ამ კანონთან დაკავშირებით. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა წყდება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მომავლის ბედი და მნიშვნელოვანია საკუთარი აზრი ხმამაღლა დააფიქსირონ," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თელავის საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე რუსული კანონის წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენაშვილი პარლამენტს და მთავრობას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

 

მსგავსი სიახლეები