თავგზააბნეულ, ორიენტაცია დაკარგულ ხელისუფლებას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ - გია ბუღაძე

28.04.24 13:23
თავგზააბნეულ, ორიენტაცია დაკარგულ ხელისუფლებას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ - გია ბუღაძე

თავგზააბნეულ, ორიენტაცია დაკარგულ ხელისუფლებას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ, - ამის შესახებ მხატვარი გია ბუღაძეს საუბრობს. ხელოვანი დღეს დაანონსებულ ევროპულ მარშზე მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ თუ მოქალაქეებმა "ოცნებას" წინააღმდეგობა არ გაუწიეს, ქვეყანას დავკარგავთ.

გია ბუღაძე პირდაპირ ამბობს, რომ მმართველ პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა. 

იმასაც ვხედავ, რომ ჩვენ რომ დღეს არ გამოვიდეთ და არ გავუწიოთ რეალური წინააღმდეგობა ქოცურ ამ ქმედებას, რეალურად, ქვეყანას დავკარგავთ. აუცილებელია, ამ თავგზააბნეულ ორიენტაცია დაკარგულ ხელისუფლებას თავისი ადგილი მივუჩინოთ, იმიტომ, რომ თუ ვინმემ დაკარგა ორიენტაცია, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფალმა, იმიტომ, რომ ეს ხელისუფალი არ არის, ეს რაღაც უბედურებაა, რომელიც ქვეყანას დაემარტა და რომლისგანაც თავი უნდა დააღწიოს. პირველ რიგში, ახალგაზრდების და შიდა მოძრაობების ეშინიათ და მეორე, ეშინიათ დასავლური სანქციების, თუმცა თამაშობს, რომ ვითომ არ ეშინია და ეს არის მთავარი შიში. რა თქმა უნდა, რუსული ფაქტორია. ვირთხის სინდრომი გამოიხატება იმაში, რომ ყველაფერს აკეთებს, ოღონდ ძალაუდლება შეინარჩუნო. მათგან ყველაფერს ველი, მაგრამ აცუილებლად გავიმარჯვებთ, - ამბობს გია ბუღაძე. 

დღეს ზუსტად 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ევროპული მარში გაიმართება. რუსული კანონის მეორედ განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს რიგითი მოქალაქეები ცივილურ სამყაროს საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ მოასმენინებენ.  

მსგავსი სიახლეები