ქართველები ირჩევენ ევროპას! - 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ევროპული მარში გაიმართება
ქართველები ირჩევენ ევროპას და უარს ამბობენ რუსულ კანონზე - დღეს ზუსტად 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ევროპული მარში გაიმართება. რუსული კანონის მეორედ განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს რიგითი მოქალაქეები ცივილურ სამყაროს საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ მოასმენინებენ.
პროტესტის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ქმედებები მოსახლეობის ნებას აცდა. იმისთვის რომ ქვეყანა არ გარუსდეს, იმისთვის, რომ ევროპული გზიდან არ გადავუხვიოთ, იმისთვის, რომ ასი ათასობით ადამიანი საქართველოში ამერიკული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე არ დარჩეს ხალხი ისევ ქუჩაში გადის და არას ეუბნებიან ქვეყანაში რუსული წესების დამკვიდრებას.
ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დავინახეთ ორი რამ: „ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია ერთიანობის და ახალგაზრდების. დდღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ მკაფიოდ „არა“ ვუთხრათ რუსულ კანონს და „კი“ ვუთხრათ ევროპას. ჩვენ ჩვენი ერთობით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სარწმუნოებას, ენას, მამულს, ხოლო ვისაც სურს, რომ ივანიშვილს გაჰყვეს რუსეთში, მათი გზა თავისუფალია, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თაობის მომავალი კი ევროპაშია, - ამბობს „ლელოს“ ახალგაზრდულის თავმჯდომარე ოთო ფარულავა.
პარლამენტამდე მისასვლელი გზები ჩახერგეს, თუმცა ამან პროტესტის შეჩერება მაინც ვერ შეძლო.
ეს ე.წ. ჯებირი, რომელიც პარლამენტის წინ არის აღმართული, არავითარ შემთხვევაში ჩვენ ხელს არ შეგვიშლის, რადგან ჩენ ჩენს პროტესტს მიანც გამოვთქვამთ. ეს ღობე აღნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ეშინია იმ პროტესტის, რომელსაც ჩვენ გადმოვცემთ და სწორედ ამიტომ, მათ ეს ღობე აღმართეს ორი დღით ადრე, ვიდრე არის მათი რუსული მარში 29 აპრილს, - ამბობს აქტივისტი.