მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ 29 აპრილის აქციაზე მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი ნებით იდგება

28.04.24 13:56
მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ 29 აპრილის აქციაზე მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი ნებით იდგება

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ 29 აპრილის აქციაზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დააანონსა, მოქალაქეები საკუთარი სურვილით მივლენ. "ოცნების" დანაყოფის წევრი ირმწუნება, რომ აქციაზე საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იდგება.

იქნება აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოებისა. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს თუ არასაჯარო მოხელეებს, ხელოვანებს თუ არახელოვანებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სეგრეგაციას არ ვაკეთებთ განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან. საჯარო მოხელე როცა, ვთქვათ, მხარდამჭერია რადიკალური ოპოზიციის, მაშინ იქ მიდიან და როცა ჩვენი მხარდამჭერია, მაშინ ის არის რუსი. დღევანდელ პირობებში ვინც სად მუშაობს იმის და მიხედვით არის გაფორმებული, რა პოზიციაზეც არის. რაც შეეხება იმ პირებს და იმ შემთხვევებს, როდესაც უბრალოდ ჰყავდათ გაფორმებული და ფულს ხელმძღვანელობა იღებდა, მე შემიძლია მიგითითოთ ასეთი თქვენი ლიდერი უგულავა, რომელიც უკვე განსასჯელის სკამზე იჯდა 50 მლნ ლარის მითვისებისთვის ზუსტად ამ საკითხიდან გამომდინარე. ასე რომ, ჩვენ ეს გამოცდილება არ გვაქვს, - ამბობს მაჭარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებითაც დადგენილია, რომ "ქართული ოცნება" 29 აპრილს რუსთაველის გადავსებას უფუნქციო საჯარო მოხელეებით გეგმავს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე ხელფასებს არაფრის კეთებაში იღებენ.  

მსგავსი სიახლეები