უკანონო დაკავებაა, დიღომში ჰყავთ გადაყვანილი - ეკა მიშველაძე პეტრიაშვილზე

29.04.24 01:31
უკანონო დაკავებაა, დიღომში ჰყავთ გადაყვანილი - ეკა მიშველაძე პეტრიაშვილზე

მინდა ვთქვა, რომ ეს არის უკანონო დაკავება - ამ განცხადებას ეკა მიშველაძე აკეთებს და ალექსი პეტრიაშვილის დაკავებას ეხმაურება.

მიშველაძის თქმით, შსს-დან მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პეტრიაშვილი დიღომში ჰყავთ გადაყვანილი. მას მოინახულებს ადვოკატიც და სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.

იმ წუთში, როდესაც მოხდა მისი დაკავება, იქ არ ვიყავი, მე ცოტა მოშორებით გამოვედი, იმიტომ, რომ ჩოჩქოლი და ჭყლეტვასავით იყო, რაღაც დროის განმავლობაში ვხედავდი მას, მაგრამ მერე ვეღარ. როცა დაწყნარდა სიტუაცია დავიწყე მისი ძებნა და ვერ ვიპოვე, დამირეკა რაღაც უცნობმა ნომერმა - მითხრეს რომ უსაფრთხოდ არის და თქვენ განერიდეთ ტერიტორიასო, მერე დავუკავშირდი სახალხო დამცველს და გავიგეთ, რომ დაკავებულია.
რამდენიმე წუთის წინ დამირეკა პოლიციამ და მითხრეს, რომ დიღომში ჰყავთ გადაყვანილი.
მინდა ვთქვა, რომ ეს არის უკანონო დაკავება და რასაც დღეს აქ აკეთებდა პოლიცია არის უკანონობა, მონობა, ესენი არიან რუსი პოლიციელები,“ - ამბობს ეკა მიშველაძე.

 

მსგავსი სიახლეები