პარლამენტში ონლაინ მედიის ჟურნალისტებს ისევ არ შეუშვებენ - უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა

29.04.24 02:10
პარლამენტში ონლაინ მედიის ჟურნალისტებს ისევ არ შეუშვებენ - უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა

პარლამენტში ონლაინ მედიის ჟურნალისტებს ისევ არ შეუშვებენ - უსაფრთხოების დამატებითი ზომები რუსული კანონის კომიტეტზე მეორე მოსმენის დროსაც ამოქმედდა.

გამკაცრებული ზომების შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა," - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იურიდიული კომიტეტის სხდომა ხვალ გაიმართება - "ქართული ოცნება" პირველი მოსმენით მიღებული რუსულ კანონის განხილვას, ორშაბათს, 29 აპრილს, 09:00 საათზე განაახლებს.

 

მსგავსი სიახლეები