"ბიზნესს და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს" - რუსულ კანონს მხარდაჭერა „ელიტ ტექნოლოჯის“ დამფუძნებელმაც გამოუცხადა
"ოცნების" მაამებლური განცხადებების ორკესტრირებულად გავრცელების ტენდენცია გრძელდება - რამდენიმე წუთის წინ, რუსული კანონის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა „ელიტ ტექნოლოჯის“ დამფუძნებელმა, გიორგი მამადაშვილმა გაავრცელა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი "ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული".
"გამჭვირვალობა არა წინსვლისთვის ხელის შემშლელი, არამედ პირიქით, ხელშემწყობი პირობაა"- წერს მამადაშვილი სოციალურ ქსელში.
„დღეს ქვეყანაში არის სტაბილური ბიზნესგარემო, რაც მნიშვნელოვანი და უპირველესი პირობაა ბიზნესის განვითარებისა და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. ბიზნესს და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით. კერძო სექტორის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ უფრო მეტად სიკეთე და მეტი კეთილდღეობის საშუალება მისცეს თითოეულ მოქალაქეს.
ქვეყანას სჭირდება სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რათა მსოფლიოში არსებული რთული გამოწვევების ფონზე შეძლოს და განვითარდეს. მიმაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა არა წინსვლისთვის ხელის შემშლელი, არამედ პირიქით, ხელშემწყობი პირობაა. ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ჩვენ დიდი ხანია, ვდგავართ ამ გზაზე, ვიზიარებთ ღირებულებებს და ვისწრაფვით გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი - ჩვენი ტრადიციებით, ღიაობით, გამჭვირვალობით და პრინციპებით“, - წერს ბიზნესმენი.
ასევე წაიკითხეთ:
- მინი ოლიგარქი, ვანო ჩხარტიშვილი რუსული კანონის მაქებართა რიგებშია
- სამშენებლო კომპანია "არქის" მფლობელმა რუსულ კანონს მხარდაჭერა გამოუცხადა
- შოთა ბერეკაშვილი, ბიზნესმენი, რომელიც რუსულ კანონს მხარდაჭერას უცხადებს
- რუსული კანონის მხარდამჭერ ბიზნესმენებს სოსო ფხაკაძეც შეუერთდა
- "KTW" ჯგუფის დამფუძნებელი რუსულ კანონს მხარს უჭერს და "ოცნების" ხელისუფლებას აქებს
- ღარიბაშვილის ნათელ-მირონს რუსული კანონი მოსწონს - ნამორაძე "ოცნებას" აქებს
- ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის ერთგული - კიდევ ერთი ბიზნესმენის განცხადება
- რუსულ კანონს მხარს ბიზნესმენი ლევან ფხაკაძეც უჭერს