სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ლამობდა კორდონის გარღვევას - რა წერია პეტრიაშვილის დაკავების ოქმში?
სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ლამობდა კორდონის გარღვევას - ეს ჩანაწერი ალექსი პეტრიაშვილის დაკავების ოქმშია ასახული. როგორც ადვოკატი ამბობს, მედიაში გასული კადრები საპირისპიროს მეტყველებს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სადაც თურმე წერია, რომ ბუკა პეტრიაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ლამობდა პოლიციის კორდონის გარღვევას - ხელებაწეული ადამიანი დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, პირდაპირ ეთერში გასული უტყუარი კადრების ოქმში გაყალბება მიმდინარეობს... დაკავება იყო პოლიტიკური,“ - ამბობს ლევან სამუშია.
როგორც პეტრიაშვილი ამბობს, ოქმის შედგენაში მონაწილეობდნენ სხვა სამართალდამცავები და დღევანდელ პროცესზე სულ სხვა პოლიციელები მივიდნენ, ვინც მის დაკავებაში არ მონაწილეობდნენ.
"დაკავება აბსოლუტურად უკანონო, უსაფუძვლო და უსამართლოა," - ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.