საქართველოში ხელისუფლება ენჯეობის რევოლუციის შედეგად შეიცვალა - ივანიშვილი
საქართველოში ხელისუფლება ენჯეობის რევოლუციის შედეგად შეიცვალა - ამ სიტყვებით მიმართა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს.
ივანიშვილმა ვარდების რევოლუცია ენჯეოების რევოლუციით მოიხსენია და თქვა, რომ 2003 წელს ხელისუფლება "გარედან დანიშნული" იყო და 2003-12 წლებში საქართველოს "უცხოური აგენტურა მართავდა".
"პირადად მე განვაგრძნობ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად" - ამბობს ივანიშვილი და ოპოზიციას აკრიტიკებს.
საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. 2004-2012 წლებში გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როცა ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა - შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები, სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი და სხვები საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად ენჯეოების ხელით მოწყობილი რევოლუციის შედეგად დაინიშნენ. არადემოკრატიული წესით გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი,“ - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.