პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს იცავს

29.04.24 21:27
პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს იცავს

"ცესკოსა და სასამართლოს შერყევას ცდილობდნენ, სასამართლოში დღემდე ითხოვენ ე.წ. ვეტინგს ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომლებმაც რეპრესიები უნდა ჩატაროს", - ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი აკეთებს და სასამართლო სისტემას იცავს.

ივანიშვილი ამტკიცებს, რომ სასამართლოში პრობლემები არ არსებობს და რომ მასზე გავლენის დამყარებას ცდილობს ოპოზიცია.

ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროქტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. ამ დროის განმავლობაში ცესკოსა და სასამართლოს შერყევას ცდილობდნენ, სასამართლოში დღემდე ითხოვენ ე.წ. ვეტინგს ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომლებმაც რეპრესიები უნდა ჩატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცესკოსთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომელიც პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ასახელებენ ვერცერთ საქმეს, რომელიც სასამართლომ პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლით ან უსამართლოდ გადაწყვიტა, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ,“ - ამბობს ივანიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები