ივანიშვილის თქმით, "რუსული კანონპროექტების ინიცირებისთვის დრო იდეალურად არის შერჩეული"
"პირადად მე გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად" - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
ივანიშვილი თავს დაესხა პარტნიორებს, სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციას.
ვფიქრობდი, რომ 2012 წელს ჩემი მისია სრულად შევასრულე, თუმცა როგორც გაირკვა ეს მისიები არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა აღმასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს" ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად"- აღნიშნა ოლიგარქმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, "როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შეუძლია".
ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ.
ამიტომ, ლგბტ პროპაგანდისა და ნჯო-ების შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა - ერთის მხრივ, ამ საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არ აქვს, მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის
შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული - ამ პროცესებში, ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალური ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არ გახსნის გამო, ჩვენგან წყენა ისედაც არ აკლია"- თქვა მან.