ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცეს
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი 5 წლის ვადით აირჩია. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 16 წავიდა.
პარლამენტმა აირჩია ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებიც: მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე, გია ცაცაშვილი.
16 აპრილს პირველი მცდელობით, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრობის კანდიდატები ვერ აირჩია. ამიტომ დღეს ხელახალი კენჭისყრა გაიმართა.
ცესკოსთან დაკავშირებით გუშინ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა და ოპოზიცია ცესკოზე გავლენების დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა - "ცესკოსა და სასამართლოს შერყევას ცდილობდნენ".