ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ხედავს მასზე დამოკიდებულ ცესკოსა და მურუსიძის სასამართლოში - დეკანოიძე
(ივანიშვილი) საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ხედავს სწორედ მასზე დამოკიდებულ ცესკოსა და მურუსიძის სასამართლოში - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე საუბრობს.
დეკანოიძის თქმით, ეს ფაქტი თავად ივანიშვილმა დაადასტურა, როდესაც პარლამენტის წინ "ოცნების" კონტრაქციიდან მხარდაჭერა დაუდასტურა ცესკოს და სასამართლოს.
საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ხედავს სწორედ მასზე დამოკიდებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მასზე დამოკიდებულ მურუსიძის სასამართლოში, ეს არის ის ორი ინსტიტუტი, რომელიც მან ახსენა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემი მხარდაჭერა არ ექნება კალანდარიშვილს. კალანდარიშვილი არის ქართული ოცნების მიერ არჩეული ცესკოს თავმჯდომარე,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ცესკოსა და სასამართლოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ისაუბრა და ოპოზიცია ორივე ინსტიტუტზე გავლენების დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა -"ცესკოსა და სასამართლოს შერყევას ცდილობდნენ".