ზაზა სარალიძე რუსული კანონის ინიციატორ მამუკა მდინარაძეს რუსთაველის გამზირზე ელოდება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე რუსული კანონის ინიციატორ მამუკა მდინარაძეს რუსთაველის გამზირზე ელოდება.
"ჩამოდი ბატონო მამუკა, დამელაპარაკე"- მიმართავს შვილმოკლული მამა უმრავლესობის ლიდერს.
მისი შეფასებით, ივანიშვილის გუნდმა თაობები დაუპირისპირა ერთმანეთს: "ხელისუფლებამ შვილებისა და მშობლების თაობის დაპირისპირება დაიწყო". შვილმოკლული მამა რუსული კანონის ინიციატორ მამუკა მდინარაძეს რუსთაველის გამზირზე ელოდება:
გუშინ დავიწყე შიმშილობა ჩემი და სხვისი შვილების ევროპული მომავლის დასაცავად. მე ამ იდეას თავს შევწირავ, სად ხარ ბატონო მამუკა (მდინარაძე) - ჩამოდი, ხომ ამბობდი ჩამოვალო?! "- ამბობს სარალიძე.
მისი თქმით, ის გუშინ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მმართველი პარტიის ლიდერებისგან მხოლოდ მუქარა მოისმინა - "გვითხრეს, ყველას მოგიკაკუნებთო".
ასევე ნახეთ: ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო