მანქანების რიგი პარლამენტში - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობის დასატოვებლად ემზადებიან
მანქანების რიგი პარლამენტში - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობის დასატოვებლად ემზადებიან.
მდინარაძე მონა! მონებო! ჩმორებო! გამყიდველებო! - ამ შეძახილების ფონზე უწევთ დეპუტატების შენობის დატოვება. პარლამენტის შიდა ეზოში დენი ჩააქრეს.
კადრებში ჩანს, რომ მანქანით გასვლის რიგს ელოდება - შოთა ხაბარელი, სავარაუდოდ, არჩილ თალაკვაძე, მიხეილ ყავლაშვილი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი.
პარლამენტის ყველა შესაშველელთან საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები და ცდილობენ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს შენობა ისე დაატოვებინონ, რომ მათ აქციის მონაწილეებთან შეხვერდა არ მოუწიოთ.
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობენ, პარლამენტთან მყოფი "ახალის" ლიდერები ადგილიდან გაიყვანონ.