სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება - პრეზიდენტი
თბილისში მიმდინარეობს სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის თქმით, არაპრორციულ ძალას იყენებენ მოქალაქეების წინააღმდეგ.
სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება ეზღუდება. #არარუსულიკანონს“, - წერს პრეზიდენტი.
"ქართველ ხალხს ვერავინ გააჩუმებს" - წერს სალომე ზურაბიშვილი და ფოტოს ავრცელებს.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შს მინისტრს, ასევე სახალხო დამცველს მიმართა: