გაძევებების სერია გრძელდება - პაპუაშვილმა დარბაზი თინა ბოკუჩავას დაატოვებინა

01.05.24 15:02
გაძევებების სერია გრძელდება - პაპუაშვილმა დარბაზი თინა ბოკუჩავას დაატოვებინა

გაძევებების სერია გრძელდება - ამჯერად შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან თინა ბოკუჩავა გააძევა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს პლენარული სხდომა მანდატურის სამახურის მეშვეობით დაატოვებინეს.

სხდომის დატოვებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარლამენტის თავმჯდომარეს და "ქართულ ოცნებას" მოღალატეები უწოდა, რასაც გურამ მაჭარაშვილის გაღიზიანება მოყვა.

გადი კაცო, მოღალატე შუბლზე გაწერია!" - უთხრა "ხალხის ძალის" ლიდერმა ბოკუჩავას.

მანამდე კი სხდომათა დარბაზი გიორგი ბოტკოველს, სალომე სამადაშვილსა და თაკო ჩარკვიანს დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები