"მარჯვენა თვალის არეშია დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული" - როგორია 24 წლის ბიჭის მდგომარეობა

02.05.24 01:10
"მარჯვენა თვალის არეშია დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული" - როგორია 24 წლის ბიჭის მდგომარეობა

ნიკა დემურიშვილს, 24 წლის ბიჭს, რომელსაც რუსთაველის გამზირზე დაშავდა, დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ინფორმაციას ნიუ ჰოსპიტალსის პასუხისმგებელი მორიგე თერაპევტი ვაკო ლობჟანიძე აკეთებს.

ვაკო ლობჟანიძის თქმით, ნიუ ჰოსპიტალსში ამ დროისთვის აქციიდან ორი მოქალაქეა შეყვანილი, რომელთაგან ერთის - ნიკა დემურიშვილი "უფრო მძიმე დაზიანებებით" არის შეყვანილი.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა დაზიანება რეზინის ტყვიით მიყენებული, როგორც მორიგე თერაპევტი ამბობს, დემურიშვილი ყვებოდა, რომ მას "რაღაც საგანი" ჩაატყეს.

ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ორი პაციენტი, ერთის მდგომარეობა მსუბუქია - წიწაკის სპრეის შედეგად მიღებული ჰქონდა მსუბუქი ხარისხის კანის გაღიზიანება და თვალის წვა იყო.
მეორე პაციენტი შედარებით უფრო მძიმე დაზიანებით - მარჯვენა თვალის არეშია დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული.
(რეზინის ტყვიის შედეგად?) თვითონ ამბობდა, რომ რაღაც საგანი ჩამარტყესო, თვითონ ასეთი ფრაზა თქვა, რომ ბლაგვი საგნით იყო მიყენებული. არ ჰგავს უფრო მეტად (ტყვიის), მაგრამ სერიოზული ტრავმაა მარჯვენა თვალის, ტომოგრაფია გადაღებულია, თვალი გადარჩა - ამ ეტაპზე არ ჩანს ისეთი დაზიანება, რომ დასჭირდეს ოპერაციული ჩარევა უშუალოდ თვალზე,“ - ამბობს ვაკო ლობჟანიძე.

24 წლის ბიჭს, რომელსაც რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ, რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, სამედიცინო დახმარება "ნიუ ჰოსპიტალში" უტარდება

რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დაშავებული 25 წლის ბიჭის, ნიკა დემურიშვილის მამა "პირველებთან" ამბობს, მის შვილს სახის არეში, წარბთან რეზინის ტყვია აქვს მოხვედრილი.