ბიჭს, რომელსაც აქციაზე თვალი დაუზიანეს, სამედიცინო ჩარევა დასჭირდა
24 წლის ბიჭს, რომელსაც რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ, რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, სამედიცინო დახმარება "ნიუ ჰოსპიტალში" უტარდება.
ამავე კლინიკაშია მოთავსებული აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მას ინტოქსიკაცია აღენიშნება.