"სახეში ურტყამდნენ", "წარბი აქვს გახეთქილი, კბილები აქვს ჩამტვრეული" - რას ყვებიან თავდასხმაზე თვითმხილველები

03.05.24 01:43
"სახეში ურტყამდნენ", "წარბი აქვს გახეთქილი, კბილები აქვს ჩამტვრეული" - რას ყვებიან თავდასხმაზე თვითმხილველები

"სახეში ურტყეს", "წარბი აქვს გახეთქილი, კბილები აქვს ჩამტვრეული" - თვითმხილველები იხსენებენ თავდასხმის შემთხვევას გმირთა მოედანთან.

"რატომ ხართ აქციაზე?", - ამ კითხვით მიმართავდნენ ძალადობრივი დაჯგუფების წევრები აქციის მონაწილეებს.

თვითმხილველების თქმით, მინიმუმ 5-მდე დაშავებულია - მათ მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელები ათლეტური აღნაგობის იყვნენ. 

ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან და უხეშად მომმართა, რა ხდებაო და გაიქნია ჩემკენაც ხელი, არ მომხვედრია და დისტანცია ავიღე. მანქანით იყვნენ მოსულები, მაღალი ხალხი იყო და განიერი მხრებით. ასევე, ერთ-ერთი ქალბატონი ყვიროდა, რომ ბავშვია მანქანაშიო და ხელი მიარტყა მანქანას გადმოდიოთო და რომ გადმოვიდნენ, ფიზიკურად გაუსწორდა. ორი მოპედისტი იყო, ისინიც დაიჭირეს და ეგენიც ძირს დააგდეს და კასკაში უტყდეს ხელი," - ამბობს ერთ-ერთი თავდამსხმელი.

მოვდიოდით გმირთა მოედნიდან, ცირკის მხარეს, სადაც უკვე ნაკლები ხალხი იყო, გადმოვიდნენ მანქანებიდან და გაუსწორდნენ ხალხს, გამოეკიდნენ და ხალხმრავლობისკენ მოერიდნენ, დასხდნენ მანქანებში და წავიდნენ.
დაახლოებით, 5-მდე მანქანა იყო და ალბათ, 20-მდე ადამიანი. დაშავებული, მინიმუმ 5 ადამიანია. წარბი აქვს გახეთქილი, კბილები აქვს ჩამტვრეული ადამიანს, რომელიც აქ ოჯახთან ერთად იყო, მანქანიდან გადმოიყვანეს როგორც დავინახე, პირდაპირ აქვს თავში მოხვედრილი რამდენიმეს, დაზიანებები აქვთ სერიოზული," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

რამდენიმე მოქალაქე აქციას ტოვებდა და სახლში მიდიოდა. როცა მივედი უკვე დაწყებული იყო, ერთი ადამიანი უკვე ძირს ეგდო და წიხლებს ურტყამდნენ.
ერთმა თქვა, რომ მანქანით მოვიდნენ რიგითი მოქალაქეები და დაიწყეს ქიშპი იმაზე, რომ რატომ ხართ აქციაზე, ამაზე დაიწყო აჟიოტაჟი და მერე გაუსწორდნენ, ერთ-ერთ სასწრაფოს მანქანაში მძიმე დაშვებულიც არის, მერე ჩვეულებრივად ჩასხდნენ მანქანაში და რომ მიდიოდნენ ერთ-ერთი ისევ გადმოცვივდნენ და დაიწყეს გინებით, აგრესიით ხელი მოიქნიეს,“ - ამბობს თვითმხილველი.

მსგავსი სიახლეები