Massive Attack: სოლიდარობა სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო რეპრესიებს ეწინააღმდეგებიან

"სოლიდარობა სტუდენტებს" - მუსიკალური ბენდი Massive Attack სოციალურ ქსელ X-ზე მიმდინარე სტუდენტური პროტესტებს ეხმიანება და თბილისის აქციებიდან ფოტოს აზიარებს.
"სოლიდარობა სტუდენტებს - თბილისიდან აშშ-ის კამპუსებამდე, რომლებიც სასტიკ სახელმწიფო რეპრესიებს ეწინააღმდეგებიან", - აღნიშნულია ბენდის ტვიტში.
28 ივლისს ბლექ სი არენაზე Massive Attack-ის კონცერტია დაგეგმილი. რუსული კანონის თავიდან ინიციირების შემდეგ მოძრობამ "სირცხვილია" ბენდს წერილობით მიმართა და მოუწოდა, გაეცნონ საქართველოში არსებულ მდგომარეობას.