სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ვერ გავიზიარებ! სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი! - ბუჩუკური

07.05.24 15:58
სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ვერ გავიზიარებ! სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი! - ბუჩუკური

სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, ეს სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური.

ბუჩუკურის თქმით, ამ მონაპოვარს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა მისი განცხადებით, ისიც ფქტია, რომ ივანიშვილის პირობებში ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ვეღარ გახდება.

სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, რადგან ძალიან მკაფიო იყო ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი, ეს სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი. „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ ეს სტატუსი ქართველმა ხალხმა მოიპოვა, ამ მონაპოვარს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეორეს მხრივ, ცხადია, რომ „ოცნების“, ივანიშვილის „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო ნაბიჯს წინ, ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს. ვიმეორებ, სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, ასევე ძალიან ცხადია, ივანიშვილის პირობებში ეს ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ვეღარ გახდება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ - ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვა ევროკავშირის უმაღლეს კომისარს. 

30 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს საგანგებო განცხადებით მიმართავს და რუსული კანონის ინიცირებისა და აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევის გამო საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეაგირებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თხოვს.

ღია წერილში ნათქვამია, რომ რუსული კანონის ინიცირებით და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით , ოლიგარქის პარტიამ ყველა ზღვარი გადალახა, ამიტომ ევროდეპუტატების ნაწილი სტატუსის შეჩერების საკითხის განხილვას ითხოვს.