ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას - ელისაშვილი ბასილაშვილზე

16.03.21 14:05
ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას - ელისაშვილი ბასილაშვილზე

"ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას" - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ თქვა. ელისაშვილმა ქართველ სპორტსმენს დოჰას ტურნირის მოგებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, დავკორტნით ყველამ, განსაკუთრებული ჟინით, შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას; არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი. ალბათ, ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებული ვიყავით, - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასლაშვილს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს. ბასილაშვილი 2020 წლის მაისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ძალაშია მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი.