საქართველოს უსუსური და კორუმპირებული ხელისუფლება იქცა მოსკოვის სასარგებლო იდიოტად - გახარია
საქართველოს უსუსური და კორუმპირებული ხელისუფლება იქცა მოსკოვის სასარგებლო იდიოტად - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია "ოცნების" მიერ დაანონსებულ დევნის ინსპექციის შექმნას.
ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოს "უსუსური და კორუმპირებული ხელისუფლება მოსკოვის სასარგებლო იდიოტად გადაიქცა"
გახარიას თქმით, "ოცნება" მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს.
ოცნება განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და სუს-ის გამოყენებით სამოქალაქო დაპირისპირების წაქეზებას. განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდების და საზოგადო მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს კიდევ ერთი უკანონო ინიციატივა დაემატა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და სრულიად არაკონსტიტუციური რეგისტრის შექმნა დააანონსა, რომლის საშუალებით ოცნება მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს. მსგავსი აბსურდული, რუსული მეთოდები ხაზს უსვამს ოცნების არაადეკვატურობას და მძიმე ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ცდილობს რა ძალაუფლების შენარჩუნებას, საქართველოს უსუსური და კორუმპირებული ხელისუფლება იქცა მოსკოვის სასარგებლო იდიოტად.
ივანიშვილი ღიად ებრძვის ახალგაზრდებს, საკუთარ მოსახლეობას. ყველა, ვინც ამ უკანონო ქმედებებში მონაწილეობს, პასუხს აგებს კანონის წინაშე!
მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, იმოქმედონ გონივრულად და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. კონსტიტუციური წესრიგის არარსებობის პირობებში, საჯარო მოხელეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ხალხი სწორედ მათ იმედზეა", - წერს გიორგი გახარია.
"ქართული ოცნება" დევნის ინსპექციას ქმნის. ახალი პარტიული დანაყოფის შექმნა დღეს შალვა პაპაუშვილმა დაანონსა. დვენის ინსპექციამ უნდა შექმნას საქართველოს მოქლაქეთა სია, სადაც განსახვვებული აზრის მქონე ადამინებს შეიყვანენ.