სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების დანახვისას მომდის თავში, არის "უკან სსრკ-ში - გალერი თბილისში თავდასხმებზე

09.05.24 10:43
სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების დანახვისას მომდის თავში, არის "უკან სსრკ-ში - გალერი თბილისში თავდასხმებზე

სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების დანახვისას მომდის თავში, არის "უკან სსრკ-ში" - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი 8 მაისის ღამეს თბილისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმებს.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის გვიან, საქართველოში გაერთიანებული და კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება და "ოცნების" ალტერნატივა იქნება არჩევნებზე.

"ერთადერთი სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების შემდეგ მომდის თავში, არის "უკან საბჭოთა კავშირში" (Back in the USSR) ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ საქართველოში გაერთიანებული და კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება და არჩევნებში "ქართული ოცნების" ალტერნატივად იქცევა" - წერს მაიკლ გალერი 

რამდენიმე სააათის წინ, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.