რუს ოლიგარქ ივანიშვილს მოუწევს ყველა დანაშაულზე აგოს პასუხი ქართული მართლმსაჯულების წინაშე - საგანგებო ბრიფინგი "ლელოში"

09.05.24 12:17
რუს ოლიგარქ  ივანიშვილს მოუწევს ყველა დანაშაულზე აგოს პასუხი ქართული მართლმსაჯულების წინაშე - საგანგებო ბრიფინგი "ლელოში"

"ლელო" ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის გუშინ ღამე მოწყობილ სისხლიანი ანგარიშსწორების ღამეზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. 

როგორც საგანგებო ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, "საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებზე პასუხისმგებლობა პირადად რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ". 

“ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, გუშინ ღამე, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პირადად რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მოუწევს ყველა დანაშაულზე აგოს პასუხი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დანაშაულის თანამონაწილეა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც გადაქცეულია პარტიის ქვედანაყოფად, მოქალაქეებზე განხორციელებულ დანაშაულებზე მყისიერი რეაგირების ნაცვლად, დაკავებულია დანაშაულის ჩაფარცხვით, ყალბი არაკანონიერი მოქმედებებით.

მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც ხელს აფარებს დანაშაულს და ფორმალური გამოძიების იმედად ტოვებს ძალადობრივ მოქმედებას, რომ პირადად გახდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი, მათაც მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ჩართულია სატელეფონო კამპანიაში, როგორც დამკვეთები, ასევე შემსრულებლები ყველა ინდივიდუალურად იქნებით იდენტიფიცირებულები, მოგიწევთ პასუხი აგოთ დანაშაულზე. რასაც აკეთებთ სისხლის სამართლის დანაშაულია, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქის დავალებას ასრულებთ, ვერ ამოეფარებით მას. მინდა მივმართო მოქალაქეებს, ის რაც ასე აშინებს ოლიგარქს და მის მიერ მართულ ინსტიტუციებს, ეს ხართ თქვენ, ქართველი ხალხის მტკიცე ერთობა, რომელმაც აჩვენა ოლიგარქს, რომ ერთ მხარეს დგანან მართალი, ძლიერი ათიათასობით მოქალაქეები, რომელიც იცავენ სამშობლოს, მეორე მხარეს დგანან ლაჩრები, რომლებიც სახის დამალვით უკნიდან მიპარვით ცდილობენ, რომ დააშინონ ადამიანები. ასეთი ლაჩრების დასაშინებელი ამ ქვეყანაში არავინ არის. გავაგრძელებთ ქვეყნის დაცვას, მტკიცედ დგომას, რომ საქართველო არ დაბრუნდეს რუსეთში, ჩვენ მომავალი ევროპაშია“,- თქვა ნაცვლიშვილმა.

რამდენიმე სააათის წინ, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.

მსგავსი სიახლეები