დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაში რჩება

09.05.24 13:10
დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაში რჩება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც საკუთარ სახლთან ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკას გაუსწორდნენ, კლინიკაში რჩება. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

რამდენიმე სააათის წინ, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.

მსგავსი სიახლეები