ვერავის ვერ შეაშინებენ და ყველა შემდგომი გამოსვლა ქუჩაში იქნება უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი - ირაკლი ნადირაძე

09.05.24 14:37
ვერავის ვერ შეაშინებენ და ყველა შემდგომი გამოსვლა ქუჩაში იქნება უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი - ირაკლი ნადირაძე

„გამოძიების არ დაწყება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ძალადობრივი ფაქტები, თავდასხმები რუსულ სტილში არის ხელისუფლების დაკვეთა"- ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ დიმა ჩიქოვანის ცემასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, "ამით ვერავის ვერ შეაშინებენ და ყველა შემდგომი გამოსვლა ქუჩაში იქნება უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი“

„გამოძიების არ დაწყება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ძალადობრივი ფაქტები, თავდასხმები რუსულ სტილში არის ხელისუფლების დაკვეთა და შემსრულებლებიც არიან ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენლები შსს, სუს-ი, „ქართული ოცნების“ „ტიტუშკები“. შესაბამისად, ისინი არც დაიწყებენ გამოძიებას და არც არავის არ დასჯიან, რადგან ეს იყო ყველასთვის მაგალითი, რომ თუ ვინმე განსხვავებულ აზრზე იქნება, თუ ვინმე გააპროტესტებს რუსულ კანონს, ყველას ასე დასჯიან, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ, კიდევ უფრო მეტი ბრაზია ხალხში, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია და ყველა შემდგომი გამოსვლა ქუჩაში იქნება უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი.“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ.  

მსგავსი სიახლეები