"ოცნებას" ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს - ნიკა მელია

09.05.24 15:22
"ოცნებას" ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს - ნიკა მელია

სისხლიანი ანგარიშსწორების კამპანია გადამწყვეტ არჩევნებამდე 5 თვით ადრე - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ამბობს, რომ  ივანიშვილის გუნდი აგონიაშია და თავადაც კარგად ხვდება, რომ ხალხში მას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული. 

"ახალის" თანათავმჯდომარე ამბობს, რომ ოლიგარქის პარტია არჩევნებში მარცხისთვის არის განწირული.

ეს არის სუსტის მიერ გადადგმული ნაბიჯები. დიახაც, ძალადობენ, ძალმომრეობითი პოლიტიკა აირჩიეს, თუმცა ეს მიუთითებს, რომ ისინი არიან გაკოტრებულები და სუსტები. არ არსებობს, ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ რუსული აღმართული ხელი,  რომელიმე ხელისუფლებას ოდესმე შერჩეს. დაკარგული აქვთ ლეგიტიმაცია. მათ სხვა არაფერი დარჩათ, რომ აგონიური ნაბიჯები გადადგან - ამბობს ნიკა მელია. 

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ.  

მსგავსი სიახლეები