"ივანიშვილს ფსიქიატრი მიუყვანეთ" - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებას" სისხლიან რეჟიმად მოიხსენიებს. მეტიც, გიორგი ვაშაძე ოლიგარქის გარემოცვას მიმართავს, რომ "ივანიშვილს ფსიქიატრი მოიყვანონ".
მათ საერთოდ დაკარგული აქვთ რეალობასთან კონტაქტი. გავეშებულები არიან, უნდათ, შეინარჩუნონ ძალაუფლება. ბიძინას ვეუბნები, ვერ შეინარჩუნებ ძალაუფლებას. მგონი, მართლა გაგიჟდი შენ. მის გარემოცვას ვეუბნები - ფსიქიატრი მიუყვანეთ მაგ კაცს. საქართველოზეა ლაპარაკი და არა ბელორუსზე მაგალითად. აქ სხვა ხალხია, სხვა ერია და სხვა ბრძოლის უნარიანობაა"- თქვა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ.