ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულია ვატო ბჟალავა

10.05.24 03:17
ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულია ვატო ბჟალავა

ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულია ვატო ბჟალავა. ინფორმაციას დათა თავაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ირკვევა, რომ ბჟალავა დააკავეს ანტირულ აქციაზე, როდესაც დემონსტრანტები საპროტესტო მსვლელობას მართავდნენ ჭავჭავაძის გამზირიდან პარლამენტის შენობისკენ.

რამდენი პირია დაკავებული ჭავჭავაძის გამზირზე, უცნობია, შსს-ს ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ხალხის მსვლელობა იყო, რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ მასზე იძალადეს და ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციამ მსვლელობაზე, რომელიც უჩა აბაშიძის დაკავებას მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა.

აქციის მონაწილეების თქმით, მინიმუმ, 7 ადამიანია დაკავებული. მომიტინგეები ყვებიან, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებდა მოქალაქეებს:

 

მსგავსი სიახლეები