ანტირუსულ აქციებში მონაწილე სანდრო ქინქლაძე წერს, რომ მის სახლთან ჩასაფრებას უწყობენ
ანტირუსულ აქციებში მონაწილე სანდრო ქინქლაძე წერს, რომ მის სახლთან ჩასაფრებას უწყობენ. ქინქლაძე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს ავტომობილის, რომელიც მისი მტკიცებით, მას ელოდება.
ქინქლაძის თქმით, პირები, ვინც მას ელოდებოდნენ, შენიღბულები იყვნენ.
Dd-797-yu მელიდეთ დილამდე მერე წყალს და პედიგრს ჩამოგიტანთ ვიდეოს გადაღება ვერ მოვასწარი მანქანიდან რომ გაოგნებული კივის ეს *ლე როგორ ავიდა სახლშიო ❤️🔥 როგორ და ფრენა ვისწავლე ყლეებო," - წერს ქინქლაძე.
სანდრო ქინქლაძე ანტირუსულ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 7 ადამიანი დააკავა. ქინქლაძე აღწერდა იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც დღეს სამართალდამცავები მოქალაქეების მიმართ ახორციელებდა.
რამდენი პირია დაკავებული ჭავჭავაძის გამზირზე, უცნობია, შსს-ს ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ხალხის მსვლელობა იყო, რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ მასზე იძალადეს და ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციამ მსვლელობაზე, რომელიც უჩა აბაშიძის დაკავებას მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა.
აქციის მონაწილეების თქმით, მინიმუმ, 7 ადამიანია დაკავებული. მომიტინგეები ყვებიან, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებდა მოქალაქეებს: