ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ 11 მოქალაქე დააკავა
ჭავჭავაძის გამზირზე ანტირუსული აქციის დროს დაკავებულია 11 ადამიანი. მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ხალხის მსვლელობა იყო, რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ მასზე იძალადეს და ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციამ მსვლელობაზე, რომელიც უჩა აბაშიძის დაკავებას მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა.
აქციის მონაწილეების თქმით, მინიმუმ, 7 ადამიანია დაკავებული. მომიტინგეები ყვებიან, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებდა მოქალაქეებს: