ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის მე ვერაფერი შეგატყვეთ - წულუკიანი ელისაშვილს

16.03.21 14:35
 ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის მე ვერაფერი შეგატყვეთ - წულუკიანი ელისაშვილს

"ქართული ოცნების" დეპუტატი, თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს არაკომპეტენტურს უწოდებს. წულუკიანის ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ელისაშვილის გამოსვლას მოჰყვა, სადაც მან ბათუმში უკონტროლო მსენებლობაზე ისაუბრა და თორნიკე რიჟვაძე მექრთამეობაში დაადანაშაულა. 

თუ ჩვენ გავიხსენებთ პარლამენტში მოსვლამდე გამონათქვამებს, თქვენ თქვით ასეთი რამ: „პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“, ეს ჩვენ ვართ, ძვირფასო კოლეგებო, მუთაქები და „სამოცი მგელი, რომ შევალთ იქ, ნახეთ რას დავატრიალებთო“, ეს ხომ თქვენი სიტყვებია?! ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ. ესე იგი, თქვენ არამცთუ არაკომპეტენტური ხართ, როდესაც თვლით, რომ ერთ დეპუტატს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსი, აქვს რაიმე ტიპის უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე. ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობა და ძალიან დიდი პატივისცემით მე მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს გვერდით მჯდარ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცები დაეკითხოთ ხოლმე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანო, მაგრამ ეს ის ორგანოა, რომელიც სამართლებრივ და კანონის შემოქმედების ფუნქციას ატარებს და ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს პოლიტიკურ-სამართლებრივია - თქვა წულუკიანმა. 

თეა წულუკიანმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ტრიბუნიდან მიმართა და ურჩია ელისაშვილის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს. 

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე,  თორნიკე რიჟვაძე მექრთამეობაში დაადანაშაულა. ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა ჩაინიშნოს, სადაც ბათუმში უკონტროლო მშენებლობების თემას განიხილავენ. 

მსგავსი სიახლეები