საეჭვო დეტალები იყო - გარდაცვლილი პატიმრის, ბესიკ თოდუას, ადვოკატი

15.07.21 11:45
საეჭვო დეტალები იყო - გარდაცვლილი პატიმრის, ბესიკ თოდუას, ადვოკატი

გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპატაევას, გაუპატიურებაში ბრალდებულის, ბესიკ თოდუას, ადვოკატს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გარდაცვალების შესახებ ეჭვები აქვს. 

როგორც "პირველებს" ადვოკატმა, ლაშა შუკაკიძემ განუცხადა, მამაკაცი თავს კარგად გრძნობდა, მისი მდგომარეობა კი მოულოდნელად ისე დამძიმდა რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 

მისივე თქმით, ბესიკ თორდუა კლინიკა „ვივა მედში“  გარდაიცვალა.

ბოლო 5 დღის განმავლობაში რეანიმაციაში იყო მოთავსებული. გუშინ საღამოს შემატყობინეს, რომ გარდაიცვალა. საეჭვო რაღაცები იყო. მანამდე ძალიან ჩვეულებრივ იყო, და ასე უცებ რა მოხდა ეს ჩვენთვის ძალიან საეჭვოა. ეს იყო დარტყმა, თუ ბუნებრივი მოვლენა იყო, შეიძლება სასჯელაღსრულებამ დროული რეაგირება არ მოახდინა. ფაქტია, რომ ადამიანი გარდაიცვალა"- განაცხადა ადვოკატმა.

თბილისში, 5 მაისს გარდაცვლილი ყაზახი ქალის, 26 წლის აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული,  ბესიკ თოდუა, გუშინ გარდაიცვალა.