ღარიბაშვილის და IQ-ბიჭის განცხადებები, რომ თითქოს, შესაძლებელია პოზიციის შეცვლა/შერბილება, მორიგი ვირ-ეშმაკობაა - ხუხაშვილი
"ღარიბაშვილის და IQ-ბიჭის განცხადებები, რომ თითქოს, შესაძლებელია პოზიციის შეცვლა/შერბილება, მორიგი ვირ-ეშმაკობაა" - ამის შესახებ განცხადება გია ხუხაშვილმა გააკეთა.
პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ტყუილია.
გია ხუხაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ხელისუფლების "უტიფარ თამაშში" არ ჩაერთონ.
მე ვფიქრობ, არასწორია ან ღარიბაშვილის, ან IQ-ბიჭის განცხადებების სერიოზულად განხილვა იმაზე, რომ თითქოს, შესაძლებელია პოზიციის შეცვლა/შერბილება.
ეს არის მორიგი ვირ-ეშმაკობა საკუთარი ელექტორატის და საჯარო სექტორის შესანარჩუნებლად.
აგრეთვე დასავლეთის ქმედებაზე გადასვლის გადავადება.
ტყუილი, მხოლოდ ტყუილი!
რაც შეეხება ღარიბაშვილს, მისი დამატებითი მოტივაციაა აი-ქუქუნასთან შიგა გარჩევები, რაც ჩვენთვის საინტერესო საერთოდ არ არის.
ამიტომ, მათი მიზანი ზუსტად ის არის, რომ ამაზე ვიმსჯელოთ. ნუ აყვებით ამ მორიგ უტიფარ თამაშს." - წერს ხუხაშვილი.