ხარება არ ჩანს - ასპარეზზე მილერი გამოჩნდა

13.05.24 01:24
ხარება არ ჩანს - ასპარეზზე მილერი გამოჩნდა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მილერი ლაგაზაური თავისუფლების მოედანზე იმყოფება. 

"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი თავისუფლების მოედანზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზება შეინიშნება. ადგილზეა წყლის ჭავლის და ხმოვანი, გამაფრთხილებელი სიგნალის მანქანებიც. 

არსებობს ვარაუდი, რომ მილერი ლაგაზაური, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, როცა  პოლიციელებმა მოქალაქეს სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დააკავეს. 

ინციდენტის ამსახველი კადრები 2 დღის წინ მოქალაქე ლექსო სამხარაძემ გაავრცელა.  "პირველებს" კითხვები სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კითხვებს დაემალა. მილერი ლაგაზაურს ამ დრომდე ნიღბიანები იცავენ. 

მსგავსი სიახლეები