"ხარება" არ ჩანს - ასპარეზზე მილერი გამოჩნდა

13.05.24 01:29
"ხარება" არ ჩანს - ასპარეზზე მილერი გამოჩნდა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) მოადგილე, მილერი ლაგაზაური თავისუფლების მოედანზე იმყოფება. 

"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი თავისუფლების მოედანზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზების შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. ადგილზე კი TV პირველის კამერამ მილერი ლაგაზაური გადაიღო. 

არსებული ინფორმაციით მილერი ლაგაზაური, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, როცა  პოლიციელებმა მოქალაქეს სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ახალგაზრდა კაცი დააკავეს. 

ძალადობის ამსახველი კადრები 2 დღის წინ მოქალაქე ლექსო სამხარაძემ გაავრცელა.  "პირველებს" კითხვები სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კითხვებს დაემალა. მილერი ლაგაზაურს ამ დრომდე ნიღბიანები იცავენ. 

მსგავსი სიახლეები