ანა დოლიძე ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

16.03.21 14:46
ანა დოლიძე ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

 

ანა დოლიძემ  მოძრაობა ,,ხალხისთვის"  შექმნის ერთი წლის თავზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციები დაიწყო ახალი პოლიტიკური პარტიის დასაარსებლად. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საკმარისი საზოგადოებრი ნდობა, რომ შექმნას მყარი საზოგადოებრივი ინსტიტუტები და იზრუნოს ქვეყნის განვითარებისათვის.

გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა „ხალხისთვის“ შექმნიდან ერთი წლის თავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს იმ  მთავარი დაკვეთის შესრულებას, როგორიცაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ,“ – აღნიშნავს ანა დოლიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.