ოხანაშვილმა წუთსა და 7 წამში დაასრულა სხდომა, პროცესი არალეგიტიმური იყო - დეკანოიძე
"ოხანაშვილმა წუთსა და 7 წამში დაასრულა სხდომა" - ამის შესახებ განცხადება "ევროოპტიმისტების" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გააკეთა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცება არალეგიტიმურ პირობებში მოხდა - "ჩვენ გარეთ პოლიციამ დაგვაყოვნა, დარბაზში არც ჟურნალისტები არ იყვნენ".
დეკანოიძე აცხადებს, რომ იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი სწორედ იმ დროს მიიღო, როდესაც სხდომაზე არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ იმყოფებოდა.
ოხანაშვილმა წუთსა და 7 წამში დაასრულა სხდომა. ჩვენ დაგვაყოვნა გარეთ პოლიციამ. შემდეგ ველოდებოდით პრესას. ჟურნალისტებიც არ იყვნენ დარბაზში და ეს ყველას უნდა ესმოდეს. სანამ კიბეებზე ჩავედით მანამდე დაასრულა და დაასრულა არალეგიტიმურად, რადგან იურიდიული კომიტეტის წევრები სკამებზეც არ ისხდნენ. ამიტომ ოხანაშვილი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური არარაობაა. ეს არის არალეგიტიმური პროცესი. ჩვენ, დეპუტატები ჯერ დაგვაყოვნა პოლიციამ. არ მოგვეცა საშუალება არც ჩვენ და არც ჟურნალისტებს, რომ დარბაზში შემოსულიყვნენ. სანამ დარბაზში შევედით და უმრავლესობის წევრები სკამებზეც არ იყვნენ დამსხდარი, რომ სხდომა დაასრულა", - ამბობს დეკანოიძე.