"ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტი სპეცრაზმის დახმარებით დატოვეს

13.05.24 09:41
"ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტი სპეცრაზმის დახმარებით დატოვეს

"ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტი დატოვეს. საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოში რჩებიან სამართალდამცავები, სპეცრაზმის წევრები და სპეცტექნიკა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 1 წუტსა და 4 წამში დასრულდა და რუსული კანონი საკომიტეტო მოსმენით დამტკიცებულია, ხვალ კი სესიაზე გაიტანენ. კანონი "ოცნების" დეპუტატებმა სპეცრაზმის ალყაში მოქცეულ პარლამენტში დაამტკიცეს, მათი მისამართით ისმოდა "მონებო" შესახილები მომიტინგეების მხრიდან.

სხდომაზე რუსული კანონი "ოცნებამ" ისე დაამტკიცა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში არ იმყოფებოდნენ.