"ყველაფერი რიგზეა"- როგორ ხსნიან "ოცნებაში" რუსული კანონის თითქმის 2 წუთში დამტკიცებას
რუსული კანონი კომიტეტზე დამტკიცებულია - "ქართულ ოცნებას" დისკომფორტს არ უქმნის ის, რომ სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.
ანრი ოხანაშვილი ვერ ხედავს საჭიროებას, რომ დალოდებოდა ოპონენტებს.
რას მეუბნებით, რომ ოპოზიციას დავლოდებოდით დათქმულ ვადაზე მეტად, რომ კეთილი ენებათ და შემოსულიყვნენ? მარტივად არის საკითხი, თუ ვინმეს სურს გაპროტესტებას არის პარლამენტის წინა და უკანა მხარე... უხერხულობას იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს უნდა უქმნიდეს... თქვენ თუ ქაოსი გინდათ, ქაოსის საშუალებას არ მოგცემთ,“ - ამბობს ოხანაშვილი.
ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი რიგზეა... ოპოზიცია არ შემოვიდა, კეკლუცობდნენ,“ - ამბობს ზარქუა.
არ უნდა შემოვსულიყავი? ეგ ზღაპრები მოუყევით ტელემედიებს,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 1 წუტსა და 4 წამში დასრულდა და რუსული კანონი საკომიტეტო მოსმენით დამტკიცებულია, ხვალ კი სესიაზე გაიტანენ. კანონი "ოცნების" დეპუტატებმა სპეცრაზმის ალყაში მოქცეულ პარლამენტში დაამტკიცეს, მათი მისამართით ისმოდა "მონებო" შესახილები მომიტინგეების მხრიდან.
სხდომაზე რუსული კანონი "ოცნებამ" ისე დაამტკიცა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში არ იმყოფებოდნენ.