ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპელ კოლეგებს ხვდებიან

13.05.24 11:01
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპელ კოლეგებს ხვდებიან

მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე, ქუჩებში მოწყობილ ანგარიშსწორებასა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე ამ წუთებში ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელ კოლეგებს ესაუბრებიან.

თბილისში ლიეტუვის, პოლონეთის, გერმანიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან ჩამოსულები. ისინი ახლა სასტუმრო "რედისონში" არიან შეკრებილები და პირველი ოფიციალური ვიზიტით შეხვედრებს ოპოზიციონერ დეპუტატებთან მართავენ.

ორი დღის განმავლობაში ევროპელი კოლეგები სამოქალაქო საზოგადოებას, "ქართული ოცნების" ლიდერებსა და სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდებიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 1 წუთსა და 4 წამში დასრულდა. რუსული კანონი საკომიტეტო მოსმენით დამტკიცებულია, ხვალ კი სესიაზე გაიტანენ. კანონი "ოცნების" დეპუტატებმა სპეცრაზმის ალყაში მოქცეულ პარლამენტში დაამტკიცეს. მათი მისამართით ისმოდა შეძახილები მომიტინგეების მხრიდან.

სხდომაზე რუსული კანონი "ოცნებამ" ისე დაამტკიცა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში არ იმყოფებოდნენ.