"ეს კანონი არ არის მისაღები" - გაფიცული სტუდენტები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან

13.05.24 11:39
"ეს კანონი არ არის მისაღები" - გაფიცული სტუდენტები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან

15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები იფიცებიან და საყოველთაო პროტესტს უერთდებიან. 
ამ წუთებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებლის ეზოდან მსვლელობას იწყებენ.

ისინი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

გაფიცული სტუდენტები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ რუსული კანონი ჩააგდოს.

ჩვენი სათქმელია, რომ ეს კანონი არ არის მისაღები. არ გვაინტერესებს, ეს კანონი არის რუსული, ჩინური თუ ევროპული, უბრალოდ ვიცით, რომ ამ კანონის მიღებით ვერ შევალთ ევროკავშირში, ჩვენ დავკარგავთ კანდიდატის სტატუსს და ვიზალიბერალიზაციას ემუქრება საფრთხე. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპის გარეშე დავრჩეთ და რუსეთისკენ წავიდეთ. ვიდგებით იქამდე, სანამ ეს კანონი არ იქნება უკან გაწვეული,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.