კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდნენ - რა თქვეს მხარეებმა?
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდნენ - ახალგაზრდები შეხვდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს და ელენე გახარიას.
სტუდენტების თქმით, დღევანდელი შეხვედრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პრეზიდენტი მოქალაქეების მხარეს არის.
პრეზიდენტის უმთავრესი გზავნილი იქნება, ჩვენი აზრით, რომ დაადოს ვეტო კანონპროექტს... მოლოდინი ის არის, რომ პრეზიდენტი ჩვენს მხარეს იდგება ბოლომდე და მივაღწევთ იმას, რომ საბოლოოდ ეს კანონი არ შევა ძალაში," - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.