შეუძლებელია ვინმემ მოგვატყუოს, რომ ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა დგამს, თავსებადია ევროკავშირთან - გვარამია
"ევროპული ინსტიტუციების და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებების დონეზე მკაფიოა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის კარი დახურულია!" - ამის შესახებ განცხადება "ახალის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.
გვარამიამ ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლების მიერ აღებული კურსი საქართველოს იზოლაციაში მოაქცევს.
ის თუ რას გააკეთებენ ევროპელები სანქციების კუთხით თუ ასე შემდეგ, ეს ერთი საკითხია. მე ამაზე არ ვსპეკულირებ - თვითონ ნახავთ და ამაზე განაცხადს თავად ევროპელები გააკეთებენ.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არ მოხდება - ეს არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება. ევროპაში ინსტიტუციების დონეზე და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებების დონეზე მკაფიოა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაციისთვის კარი დახურულია.
თუ ამ გზით სვლას გავაგრძელებთ, საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ მოხდება. შეუძლებელია ვინმემ მოგვატყუოს, რომ ამგვარი კანონები, მთავრობის ამგვარი ნაბიჯები, ახალგაზრდების ქუჩებში ცემა-ტყეპა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნების მუქარა თავსებადია ევროკავშირთან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
არჩევნების არალეგიტიმურობა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან დასრულდა.
ევროკავშირის დელეგაციის პირველმა ოფიციალურმა ვიზიტმა მწვავე გზავნილების ფონზე ჩაიარა. ევროპელი კოლეგები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, 2024 წლის ბოლოს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ გაეხსნება.