შემაკავებელი ზომები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და სხვებს - ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

13.05.24 14:50
შემაკავებელი ზომები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და სხვებს - ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ მყისიერი სანქციების მომზადებისკენ მოუწოდებენ. მიმართვის ავტორები ევროპარლამენტარები არიან. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საბოლოო მიღების წინ ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს შემდეგი კითხვებით მიმართავენ:

წარადგენს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მყისიერ შემაკავებელ ზომებს ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და პარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტსა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პოტენციურად დადებული ვეტოს დაძლევას მხარს დაუჭერენ?

დაავალებენ თუ არა  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ევროპული საგარეო კავშირების სამსახურსა (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს (DG NEAR) შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი რანგის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან თუ ეს არ ეხება ზემოხსენებული კანონის გაუქმებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის თანხების გამოყოფა და შეაჩერებენ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, სანამ ეს კანონი ძალაში იქნება?

აპირებს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებას, რათა გამოხატოს ევროკავშირის მხრიდან დაგმობა და გააცნოს ზემოხსენებული ზომების გადადგმის შესახებ და განხილული იქნება თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გამოწვევის შესაძლებლობა?