რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ - კალაძე
"რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ" - ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
თბილისის მერი ამტკიცებს, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან მოსალოდნელი სანქციების ბერკეტის გამოყენება საფუძველს არის მოკლებული.
კალაძე ევროპელ კოლეგებს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის გამო" გარკვეული შეზღუდვების დაწესება ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში არ მოდის.
არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ეს არის ევროპა და ევროპული მომავალი? ვინმეს დაჩაგვრა არის ევროპული მომავალი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აკეთებდნენ? ასეთი ევროპა გინდათ თქვენ? ჩემთვის ქართველი ხალხია, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი. ქართველი ხალხი არის უპირველეს ყოვლისა", - ამბობს კალაძე.